წვიმავ, წვიმავ გელოდებით! - კვირის პალიტრა

წვიმავ, წვიმავ გელოდებით!

ინდოეთში, ქ. მუმბაის მახლობლად ინდუისტური წვიმის ღმერთის გულის მოსაგებად ე.წ. ვარუნ იაჯნას რიტუალი ტარდება. კისრამდე წყალში მჯდომი ათი "წმინდა ქურუმი-სადჰუ" 4 საათის განმავლობაში გაბმულად წარმოთქვამს წვიმის "მოსაყვან" საგანგებო ლოცვას (მანთრას).