ედუარდია, ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთო - სახალისო ამბავი ბიძინა კვერნაძისგან - კვირის პალიტრა

ედუარდია, ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთო - სახალისო ამბავი ბიძინა კვერნაძისგან

ბიძინა კვერნაძის იუმორი საქვეყნოდ ცნობილია და ბევრს ახსოვს. მისი ფრაზები მოარულად დადიოდა ხალხში. საბედნიეროდ, ქალბატონ ნესტან (ნუგეშა) მესხის ჩანაწერებიც არსებობს, რომელიც გულმოდგინედ აგროვებდა მეუღლის გამონათქვამებს. გთავაზობთ სახალისო ამბავს წიგნიდან: "ხანდაზმული ვარ, ხან არა..."

"მთავრობის დაკვეთით, გიგა ლორთქიფანიძემ გიორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეოდ მრავალსერიიანი ფილმი გადაიღო. ფილმი ჩვეულებისამებრ, ჯერ მთავრობას უნდა ენახა. ჰოდა, გადამღები ჯგუფი მთავრობის მოსვლას კინოსტუდიის ეზოში ელოდა. პირველი სერიის სათაური - "წიგნი ფიცისა" გახლდათ. სტუმრების მოლოდინში გიგა მეორე სერიის სათაურს უტრიალებდა და "ნათელ მომავალს" ანიჭებდა უპირატესობას. საუბარში ბიძინა ჩაერთო: "ნათელი მომავალი" კი არა, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" დაარქვიო.

მ დროს მთავრობაც გამოჩნდა და ხალხში - "მოვიდა, მოვიდა!" გაისმა. იქვე მდგარმა იაშა ბობოხიძემ იკითხა, - ვინ მოვიდაო? ვინ მოვიდა და ედუარდიო, - უპასუხეს. - რომელი ედუარდი? - გულუბრყვილოდ დაინტერესდა იაშა. - ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთ, - მიაგება ბიძინამ..." იხილეთ სრულად