ედუარდია, ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთო - სახლისო ამბავი ბიძინა კვერნაძისგან
12-04-2019
ედუარდია, ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთო - სახლისო ამბავი ბიძინა კვერნაძისგან
ფოტო:ედუარდ შევარდნაძე, ბიძინა კვერნაძე
ბიძინა კვერნაძის იუმორი საქვეყნოდ ცნობილია და ბევრს ახსოვს. მისი ფრაზები მოარულად დადიოდა ხალხში. საბედნიეროდ, ქალბატონ ნესტან (ნუგეშა) მესხის ჩანაწერებიც არსებობს, რომელიც გულმოდგინედ აგროვებდა მეუღლის გამონათქვამებს. გთავაზობთ სახალისო ამბავს წიგნიდან: "ხანდაზმული ვარ, ხან არა..."

"მთავრობის დაკვეთით, გიგა ლორთქიფანიძემ გიორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეოდ მრავალსერიიანი ფილმი გადაიღო. ფილმი ჩვეულებისამებრ, ჯერ მთავრობას უნდა ენახა. ჰოდა, გადამღები ჯგუფი მთავრობის მოსვლას კინოსტუდიის ეზოში ელოდა. პირველი სერიის სათაური - "წიგნი ფიცისა" გახლდათ. სტუმრების მოლოდინში გიგა მეორე სერიის სათაურს
უტრიალებდა და "ნათელ მომავალს" ანიჭებდა უპირატესობას. საუბარში ბიძინა ჩაერთო: "ნათელი მომავალი" კი არა, "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" დაარქვიო.

მ დროს მთავრობაც გამოჩნდა და ხალხში - "მოვიდა, მოვიდა!" გაისმა. იქვე მდგარმა იაშა ბობოხიძემ იკითხა, - ვინ მოვიდაო? ვინ მოვიდა და ედუარდიო,
- უპასუხეს. - რომელი ედუარდი? - გულუბრყვილოდ დაინტერესდა იაშა. - ლუდოვიკო ხომ არ არის, რომ დაგინომროთ, - მიაგება ბიძინამ..." იხილეთ სრულად

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები