"მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს"
"მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს"
XXI საუკუნეში სილიკონით დაბერილი მკერდი და ტუჩები­ აღარავის უკვირს. მეტიც, დღეს პლასტიკური ქირურგია იმდენად განვითარებულია, რომ ადამიანს შეუძლია გარეგნობა მთლიანად შეიცვალოს. როგორც ირკვევა, ქართველ მამაკაცებს პლასტიკით გალამაზებული ქალები დიდად არ მოსწონთ.

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი:
- ვფიქრობ, ადამიანის ორგან­იზმში ასეთი ჩარევა სახიფათოა. ვინ იცის, სხეულში რა ნივთიერებები შეჰყავთ და როგორ იმოქმედებს შემდგომში ქალის ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, ამიტომ ძალიან საფრთხილოა.
ჩემი აზრით, პლასტიკური ქირურგიით გატაცება უფრო მიმბაძველობაა - უცხოელი
ვარსკვლავები იკეთებენ და მათ ჩვენი გოგონებიც ჰბაძავენ. დავუშვათ, იცვლიან სხეულის ნაწილებს, მაგრამ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს, გადამეტება ამ საკითხში ისევე არ ვარგა, როგორც გარუჯვაში - ზედმეტად რომ გაირუჯებიან და ბოლოს ჩანახშირდებიან ხოლმე...

მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს.
ხომ შეიძლება, რაღაც კარგი ვისწავლოთ დასავლეთისგან, ყველაფერი ცუდი რატომ უნდა გადმოვიღოთ? იხილეთ სრულად
მაკა
17 აპრილი 2019 12:32
მაგას მხოლოდ უგემოვნო და წამხედურა ქალები აკეთებენ. ვითომ სილამაზეს გამოდევნებულები, თავს იმახინჯებენ ნორმალურმა ადამიანმა იცის, რომ ჯობია არ დაკარგოს ინდივიდუალურობა და არ დაემსგავსოს სერიულად წარმოებულ თოჯინას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები