"მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს" - კვირის პალიტრა

"მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს"

XXI საუკუნეში სილიკონით დაბერილი მკერდი და ტუჩები აღარავის უკვირს. მეტიც, დღეს პლასტიკური ქირურგია იმდენად განვითარებულია, რომ ადამიანს შეუძლია გარეგნობა მთლიანად შეიცვალოს. როგორც ირკვევა, ქართველ მამაკაცებს პლასტიკით გალამაზებული ქალები დიდად არ მოსწონთ.

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი: - ვფიქრობ, ადამიანის ორგანიზმში ასეთი ჩარევა სახიფათოა. ვინ იცის, სხეულში რა ნივთიერებები შეჰყავთ და როგორ იმოქმედებს შემდგომში ქალის ჯანმრთელობაზე. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული, ამიტომ ძალიან საფრთხილოა. ჩემი აზრით, პლასტიკური ქირურგიით გატაცება უფრო მიმბაძველობაა - უცხოელი ვარსკვლავები იკეთებენ და მათ ჩვენი გოგონებიც ჰბაძავენ. დავუშვათ, იცვლიან სხეულის ნაწილებს, მაგრამ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს, გადამეტება ამ საკითხში ისევე არ ვარგა, როგორც გარუჯვაში - ზედმეტად რომ გაირუჯებიან და ბოლოს ჩანახშირდებიან ხოლმე...

მეტისმეტად დაბერილი ტუჩები ან მკერდი, მგონი, არც ქალს მოსწონს და არც მამაკაცს. ხომ შეიძლება, რაღაც კარგი ვისწავლოთ დასავლეთისგან, ყველაფერი ცუდი რატომ უნდა გადმოვიღოთ? იხილეთ სრულად