როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ

ფოტოგალერეა

საფრანგეთში, ალში გახვეულმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ისტორიული ძეგლი, რომელიც უნიკალურ კულტურულ არქიტექტურ ნამუშევრად ითვლებოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. მის გადასარჩენად 400-ზე მეტი მეხანძრე იბრძოდა.

ხანძრის გამო ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი წინასწარ განზრახული არ იყო.

გთავაზობთ, ფოტოგალერეას. როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მეხანძრეებმა გადაარჩინეს სრულ განადგურებას, თუმცა...