ობამას წიგნი ესროლეს - კვირის პალიტრა

ობამას წიგნი ესროლეს

10 ოქტომბერს ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის მომხრეთა შეკრებაზე ჩასულ პრეზიდენტ ობამას უსიამოვნება შეემთხვა. ობამა სცენაზე იდგა და სიტყვით

ამხნევებდა მომხრეებს, ამ დროს  კი ვიღაც თავზე ხელაღებულმა ტანშიშველმა მამაკაცმა მას დარბაზიდან წიგნი ესროლა. მართალია, პრეზიდენტს ეს არც კი შეუმჩნევია, მაგრამ  სამაგიეროდ დაცვას  მოუწევს იმის ახსნა, როგორ გამორჩათ მხედველობიდან საფრთხე და რატომ ვერ შეძლეს პრეზიდენტის სათანადოდ დაცვა. თავდამსხმელი მამაკაცის გენიტალიებს პაწია აბრა ფარავდა წარწერით - "ხმა მიეცი - 2010".