მეკობრული დახმარება - კვირის პალიტრა

მეკობრული დახმარება

ლონდონში, "კარიბის ზღვის მეკობრეების" სერიათა  მორიგი ფილმის გადაღებებზე მყოფმა ჯონი დეპმა 9 წლის ლონდონელი მოსწავლის - ბეატრის დილეპის წერილი

მიიღო. გოგონა "განთქმულ მეკობრეს" მასწავლებლების წინააღმდეგ ჯანყის მოწყობაში დახმარებას სთხოვდა... სუპერვარსკვლავი და მისი "ამფსონები", სრული მეკობრული აღჭურვილობით, სკოლაში მოულოდნელად მივიდნენ, კლასში შევიდნენ და განაცხადეს, - ვის სჭირდებოდა დახმარება ბუნტის მოწყობაში... მრისხანე მეკობრეები მიესალმნენ პატარა ბუნტისთავს, თუმცა საბოლოოდ მოახერხეს და ბეატრისსა და მის "თანამებრძოლებს" აჯანყების მოწყობა გადააფიქრებინეს.