გაგა "გაგიჟდა" - კვირის პალიტრა

გაგა "გაგიჟდა"

ლედი გაგას "გიჟობას" არც ბრუს უილისის ამასწინანდელმა დაცინვამ "უშველა" - თავისი ახალი "სამოსით" კვლავ შოკში ჩააგდო საზოგადოება. როგორც გაირკვა,

სუპერვარსკვლავი ღრმა დეპრესიაშია. უახლოესი მეგობრების თქმით, გაგა თვლის, რომ ზედმეტად მამაკაცური, ჯმუხი და უშნოა.

საათობით დგას სარკის წინ, სულ ახალ-ახალ ნაკლს პოულობს და ერთადერთ ხსნად პლასტიკური ქირურგია მიაჩნია. მომღერალმა უკვე დაგეგმა ცხვირის და ლოყების ოპერაცია, მკერდის გაზრდა, ლიპოსაქცია... მანამდე კი "თვითდამკვიდრებას" სწორედ ამგვარი  გიჟური ჩაცმულობით და ნახევრად სიშიშვლით ცდილობს.