ყველაზე გრძელი კიტრი - კვირის პალიტრა

ყველაზე გრძელი კიტრი

ბრიტანელმა კლერ პირსმა თავის სათბურში 119 სმ სიგრძის  კიტრი გამოზარდა, რითაც წინა რეკორდი - 105 სმ მოხსნა და გინესის წიგნში მოხვდა. კლერის თქმით, მას

არავითარი სასუქი არ უხმარია, კიტრს მხოლოდ რეგულარულად რწყავდა და სინანულით დასძინა, რომ მეორე კიტრი, რომელიც გაყვითლდა და "არასტანდარტული" გახდა, გაცილებით გრძელია...