ვინ არის ქალი, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის პირველი ლედი გახდეს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქალი, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის პირველი ლედი გახდეს?

უკრაინელი კომიკოსი, შოუმენი და კინომსახიობი ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - ის სულ მალე, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი გახდეს, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღო და მეორე ტურში პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. ჟურნალისტები წერენ, რომ ზელენსკის წარმატება დიდწილად მისმა ცოლმა განაპირობა, რომელსაც მსახიობი სკოლის ასაკში შეხვდა და დღემდე ძლიერი სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან.

ვლადიმირ ზელენსკის დედა ინჟინერი იყო, მამა - პროფესორი. უმაღლესი განათლება მან კრივოი-როგის ეკონომიკურ ინსტიტუტში მიიღო და სტუდენტობის დროს გახდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი.

მოგვიანებით მას საკუთარი იუმორისტული შოუს შექმნა შესთავაზეს და დგამდა სხვადასხვა გადაცემას, სადაც თავად იყო მსახიობიც, რეჟისორიც, იდეოლოგიც და ტექსტების ავტორიც.

სიყვარული, რომელიც სკოლაში დაიწყო

ელენა და ვლადიმირ ზელენსკები

ელენა ვლადიმირ ზელენსკიმ სკოლაში სწავლის დროს გაიცნო. რომანი, დაახლოებით, 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, 2003 წელს გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ.

წყვილს ახლა ორი შვილი ჰყავს - 14 წლის ალექსანდრე და 5 წლის კირილი.

ელენას სპეციალობა არქიტექტურაა, თუმცა არქიტექტორად არასოდეს უმუშავია - ის ქმრის იუმორისტულ პროექტებში ჩაება. სცენარისტის როლი საკმაოდ წარმატებულად მოირგო. საქმიანობას მხოლოდ 2013 წელს ჩამოშორდა, როდესაც მეორე შვილი გააჩინა.

ვლადიმირი ცოლის მიმართ გრძნობებს საჯაროდ ხშირად გამოხატავს - მან აღნიშნა, რომ ტურნეს დროს მის გარეშე ძილიც კი უჭირს.

ერთად უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს. (გაგრძელება)