ვინ არის ქალი, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის პირველი ლედი გახდეს?
ვინ არის ქალი, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის პირველი ლედი გახდეს?
უკ­რა­ი­ნე­ლი კო­მი­კო­სი, შო­უ­მე­ნი და კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა - ის სულ მალე, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დეს, არ­ჩევ­ნებ­ში ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ი­ღო და მე­ო­რე ტურ­ში პეტ­რო პო­რო­შენ­კოს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, რომ ზე­ლენ­სკის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად მის­მა ცოლ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი სკო­ლის ასაკ­ში შეხ­ვდა და დღემ­დე ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან.

ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის დედა ინ­ჟი­ნე­რი იყო, მამა - პრო­ფე­სო­რი. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მან კრი­ვოი-რო­გის ეკო­ნო­მი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო და სტუ­დენ­ტო­ბის დროს გახ­და მხი­ა­რულ­თა და
საზ­რი­ან­თა კლუ­ბის წევ­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას სა­კუ­თა­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი შოუს შექ­მნა შეს­თა­ვა­ზეს და დგამ­და სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მას, სა­დაც თა­ვად იყო მსა­ხი­ო­ბიც, რე­ჟი­სო­რიც, იდე­ო­ლო­გიც და ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რიც.

სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში და­ი­წყო

ელენა და ვლადიმირ ზელენსკები

ელე­ნა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნო. რო­მა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, 2003 წელს გა­და­წყვი­ტეს
და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

წყვილს ახლა ორი შვი­ლი ჰყავს - 14 წლის ალექ­სან­დრე და 5 წლის კი­რი­ლი.

ელე­ნას სპე­ცი­ა­ლო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რაა, თუმ­ცა არ­ქი­ტექ­ტო­რად არა­სო­დეს უმუ­შა­ვია - ის ქმრის იუ­მო­რის­ტულ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ე­ბა. სცე­ნა­რის­ტის როლი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ირ­გო. საქ­მი­ა­ნო­ბას მხო­ლოდ 2013 წელს ჩა­მო­შორ­და, რო­დე­საც მე­ო­რე შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა.

ვლა­დი­მი­რი ცო­ლის მი­მართ გრძნო­ბებს სა­ჯა­როდ ხში­რად გა­მო­ხა­ტავს - მან აღ­ნიშ­ნა, რომ ტურ­ნეს დროს მის გა­რე­შე ძი­ლიც კი უჭირს.

ერ­თად უკვე 20 წელ­ზე მე­ტია ცხოვ­რო­ბენ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნო­ბენ თავს. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები