ვინ არის და რას საქმიანობს ირაკლი კობახიძის და? - პარლამენტის თავმჯდომარის დის სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

ვინ არის და რას საქმიანობს ირაკლი კობახიძის და? - პარლამენტის თავმჯდომარის დის სიყვარულის ისტორია

ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრები მუდმივად არიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საზოგადოებაში აქტიურად გამოჩენას ყველაზე მეტად პოლიტიკოსების ოჯახის წევრები ერიდებიან, თუმცა არც მათ შესახებ იმალება რამე.

ჩვენი ყურადღება ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დამ ქეთევან კობახიძემ მიიპყრო.

ქეთევან კობახიძე 34 წლის არის და პროფესიით ჟურნალისტია. მან თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა რამდენიმე წლის წინ, საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და ხატვა დაიწყო.

ქეთევან კობახიძე

ქეთევან კობახიძის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება და საკმაოდ წარმატებული მხატვარია.

ვებპორტალ "რეიტინგს" ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და შეყვარებულია და დაოჯახებას მალე გეგმავს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ქეთევან კობახიძის რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაცია.

ქეთევან კობახიძე და დათო ფაცაცია

დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად შოკოლადი ესროლა.

დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა.

ქეთევანი მამასთან და ძმასთან ერთად

რაც შეეხება მისი და ქეთევან კობახიძის სიყვარულის ისტორიას, ის რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც ამბობენ გრძნობები სერიოზულია. იხილეთ სრულად