რა დაარქვეს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ვაჟიშვილს
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის პირველ ფოტოები დღეს გავრცელდა. მეგან მარკლმა ვაჟიშვილი 6 მაისს დილის საათებში გააჩინა, პატარა უკვე ორი დღისაა, თუმცა ამ დრომდე ახალშობილის სახელს არ ამხელდნენ.
BBC - ის ინფორმაციით, პატარას მშობლებმა არჩი დაარქვეს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ახალშობილი შვილის ოფიციალური სახელი და გვარი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი იქნება.