ულამაზესი მშობლები, მეუღლე და შვილები - პრემიერ-მინისტრის ოჯახური ფოტოები - კვირის პალიტრა

ულამაზესი მშობლები, მეუღლე და შვილები - პრემიერ-მინისტრის ოჯახური ფოტოები

იხილეთ სტატია - პოლიტიკოსი, ყოფილი მორაგბე, ფიზიკოსი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსლიდერი - ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა?

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში - "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძეს ჰყავს და - ქეთევან კობახიძე, რომლის მეუღლე პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი, დავით ფაცაციაა. იხილეთ - სიყვარულის ამბავი.

ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი იყო ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლო პერიოდში იყო "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი. 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის - ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.

პრემიერის დედა - თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა - არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ირაკლი კობახიძის და ქეთევანი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამავე დროს ხატავს კიდეც.

პრემიერის მეუღლე გახლავთ ნატალია მოწონელიძე. ის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორია და დეკლარაციის შევსების მომენტში იკავებდა შსს-ს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობას. წყვილს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკო ჰყავს.