ოთო ნემსაძე "ევროვიზიის" ფინალში ვერ მოხვდა. ისრაელში მიმდინარე მუსიკალური კონკურსის ნახევარფინალში 20 ქვეყანა წარსდგა და მათგან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა, თუმცა, სამწუხაროდ, არა საქართველო.ოთო ნემსაძემ შოუზე სიმღერა - "სულ წინ იარე" ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად შეასრულა. საქართველომ კონკურსში შთამბეჭდავი სანახაობა წარადგინა და ოთოს შესრულებაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანას "ევროვიზიის" ფინალში მოსახვედრად ქულები არ ეყო.ფინალში იმღერებს ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც კონკურსში კვიპროსის სახელით გამოდის.ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული 18 მაისს გამოვლინდება.იხილეთ ვიდეო