"ერთი ძმის დნმ 7%-ით შეიცვალა" - ექსპერიმენტი ტყუპ ძმაზე
"ერთი ძმის დნმ 7%-ით შეიცვალა" - ექსპერიმენტი ტყუპ ძმაზე
ფოტო:სკოტი და მარკი
ასტრონავტმა სკოტ კელიმ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 340 დღე გაატარა. ის იქ 2015 წლიდან იმყოფებოდა. მეცნიერთა ჯგუფი მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებს აკვირდებოდა და ადარებდა სკოტის ტყუპისცალი ძმის – მარკის მონაცემებს. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ერთი ძმა კოსმოსში, ხოლო მეორე დედამიწაზე იმყოფებოდა.
ახლახან მეცნიერებმა კვლევის შედეგების პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს.
სკოტ კელი
მეცნიერებმა შეისწავლეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია და გამოიყენეს მრავალფეროვანი საზომები ძმებს შორის, კოსმოსში ყოფნის გავლენით, შესაძლო განსხვავებების არსებობის დასადგენად. ეს უკავშირდებოდა როგორც კოგნიტურ უნარებს, ასევე, გენურ
აქტივობას მათ ქსოვილებში. ბევრი მოლეკულური ტესტი, რომელიც ტყუპი ძმების კვლევაში გამოიყენეს, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ ასტრონომების საკვლევად.

ერთ-ერთ ასეთ ტესტში მეცნიერებმა შეისწავლეს სკოტის ლეიკოციტები. ისინი ეძებდნენ მოლეკულურ სიგნალებს იმის დასადგენად, თუ რამდენად აქტიური იყო გენი. მათ იპოვეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც კელის ორგანიზმში ათასობით გენი იყო გააქტიურებული.
მარკ და სკოტ კელები
მეცნიერების აზრით, გენების გააქტიურება სტრესით იყო პროვოცირებული, რომელიც კოსმოსში ყოფნას ახლავს ხოლმე თან და შესაბამისად, კელის იმუნური სისტემა იყო სრულ მზადყოფნაში (თავის დასაცავად).
სხვა ტესტში მეცნიერებმა იკვლიეს კელის ქრომოსომების დაბოლოებები, რომლებსაც ტელომერებს ეძახიან. ტელომერები სულ უფრო მოკლდება ასაკის მატებასთან ერთად, ხოლო სტრესს მათი დამოკლება უფრო სწრაფად შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კელი არც ისე ახალგაზრდა იყო და ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, სტრესსაც განიცდიდა, კელის კოსმოსში ყოფნის პერიოდში ტელომერები სულ უფრო იზრდებოდა.

მოგეხსენებათ, რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს სხვადსახვაგვარი მუტაცია, რაც ადამიანის ორგანიზმში კიბოს განვითარების რისკს ზრდის. დედამიწის ორბიტაზე გაცილებით დიდი რაოდენობის რადიაციაა, ვიდრე პლანეტაზე.
კოსმოსში 340 დღიანმა ყოფნამ კელის ორგანიზმს 48-ჯერ მეტი რადიაცია მოუტანა, ვიდრე პლანეტაზე შეეძლო მიეღო და მეტიც, რადიაციით გამოწვეული გენეტიკური მუტაცია მისი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგაც გრძელდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი კელის ორგანიზმისთვის მუდმივი გახდება და ეს შესაძლოა სიმსივნის განვითარებას მოასწავებდეს.

დალი უბილავა-დე გრააფი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელო:
ადამიანის დნმ-ზე კოსმოსის გავლენის შესასწავლად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კვლევები წლებია მიმდინარეობს. მათ შორის გამორჩეულია კვლევა ნასას ასტრონავტ სკოტ კელიზე. ის ერთადერთი ამერიკელი ასტრონავტია, რომელმაც თითქმის მთელი წელი დაყო კოსმოსურ სადგურზე და თავი მიუძღვნა კვლევებსა და ექსპერიმენტებს სწორედ დნმ-ზე.

მეცნიერები აკვირდებოდნენ ტყუპ ასტრონავტ ძმას: კოსმოსურ სადგურზე სკოტს და დედამიწაზე - მარკს, რომელიც ზუსტად იმავე გენების მატარებელი იყო. აღმოჩნდა, რომ სკოტის დნმ კოსმოსში 7%-ით შეიცვალა, მის დნმ-ში დაფიქსირდა ძვლოვანი სისტემის განსხვავებული სიმკვრივე, საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულიად სხვანაირად ფუნქციონირება, სიმაღლეში ზრდა, ნაოჭების სიმცირე და კიდევ მრავალი სხვა განსხვავებული მონაცემი. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის კოსმოსში მოხვედრის შემდეგ აქტიურდება ერთგვარი "კოსმოსური გენი" და ზოგადად, როგორც ჩანს, ექსტრემალურ პირობებში ადამიანის დნმ გარკვეულ ცვლილებას/ადაპტირებას განიცდის... იხილეთ სრულად


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები