"მამამ მითხრა, რომ იქნებოდა ბედნიერი, თუ მის გოგონებს ჰიჯაბი ეკეთებოდათ და მეც გავიკეთე" - ვინ არის რამზან კადიროვის საყვარელი ქალიშვილი?
"მამამ მითხრა, რომ იქნებოდა ბედნიერი, თუ მის გოგონებს ჰიჯაბი ეკეთებოდათ და მეც გავიკეთე" - ვინ არის რამზან კადიროვის საყვარელი ქალიშვილი?
"თუ ქალი იცავს წმინდა წიგნის წესებს, მაშინ ის აუცილებლად გახდება იდეალური ცოლი და დედა"

ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი და მისი განცხადებები მუდამ იქცევს საზოგადოების ყურადღებას, ხშირად კი კრიტიკის ობიექტიც გამხდარა, თუმცა ნაკლებად იცნობენ მის დიდ ოჯახს. რამზან კადიროვს 12 შვილი ჰყავს, მათგან უფროსი და როგორც ამბობენ, მამის საყვარელი შვილი, 20 წლის აიშატ კადიროვაა.


აიშატი 1998 წლის 31 დეკემბერს მამის, რამზან კადიროვის სოფელში ცენტოროეში დაიბადა. იმ დროს რამზან კადიროვი ჯერ
მხოლოდ ჩეჩნეთის მუფტის, ახმატ კადიროვის ვაჟი იყო. მეექვსე კლასამდე გოგონა სოფლის სკოლაში დაცვით დადიოდა, მოგვიანებით კი, როდესაც რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პირველი პირი გახდა, აიშატმა განათლების მიღება სახლში განაგრძო.

აიშატ კადიროვამ ყურანი ზეპირად იცის. გოგონა დღეში 9 საათი მეცადინეობდა და მუსულმანების წმინდა წიგნი ზეპირად დაესწავლა.

"მასწავლებელი
ჩვენთან სახლში მოდიოდა. თავდაპირველად არაბულს ვსწავლობდი, არაბული ყურანი განსხვავებულია, წიგნში თავისი წესები და ნიშნები იყო. ეს იყო რთული სამუშაო, რომელიც ჩემგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. არასდროს დამავიწყდება დღე, როდესაც ბოლო სურა დავასრულე და ამის შესახებ მშობლებს ვუთხარი. უზომო ბედნიერება იყო მათი თვალებიდან წამოსული ცრემლების ნახვა, დედამ და მამამ ყურანის კითხვა იციან, მაგრამ ზეპირად - არა". ამის შემდეგ აიშატი ჰაფიზი გახდა.

"ჩვენს ოჯახში ქალები ჰიჯაბს ათი წლიდან იკეთებენ. ჩემს უმცროს დას ამის გაკეთება უფრო ადრე მოუნდა, თავსაბურავი რამადანის თვეში აიღო და თავად გაიკეთა, ახლა კმაყოფილი დადის. არიან გოგონები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებამდე თავად მიდიან, მაგრამ არიან გოგონები, რომელთაც ჰიჯაბის გაკეთებას მშობლები აიძულებენ. მე თავად გადავწყვიტე. მამამ მითხრა, რომ იქნებოდა ყველაზე ბედნიერი ადამიანი, თუ მის გოგონებს ჰიჯაბი ეკეთებოდათ და მეც გავიკეთე, ჩემთვის მშობლების ბედნიერება ყველაფერია", - ამბობს რუსულ გამოცემასთან აიშატ კადიროვა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, აიშატმა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, თუმცა დაუსწრებლად, რადგან გოგონა სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული.
აიშატ კადიროვა მშობლებთან ერთად
აიშატი სათავეში უდგას ჩეჩნეთის ცნობილ მოდის სახლს Firdaws (სამოთხის ბაღი). ეს თანამდებობა მან რამდენიმე წლის წინ დედისგან ჩაიბარა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა მოდის სახლს. ის თავად ქმნის კაბების ესკიზებს, ორგანიზებას უკეთებს გამოფენებსა და ჩვენებებს. მისი ბოლო წარმატებული ჩვენება - მუსულმანებისთვის სპორტული კოლექციის გამოშვებაა. აიშატის კოლექციის ჩვენება მოსკოვშიც გაიმართა, რომელსაც რუსული შოუ-ბიზნესისი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოდის სახლის გარდა, გროზნოში აიშატმა გახსნა საკონდიტრო "პარიზი", რომელიც ფრანგულ სტილშია გადაწყვეტილი. საკონდიტროს გახსნაში გოგონას მამა დაეხმარა.

"მამას მხოლოდ ერთხელ ვთხოვე დახმარება, როდესაც ჩვენს საკონდიტრო "პარიზში" ვისხედით, ვუთხარი, რომ  საკონდიტროზე "სიუჟეტი" "ინსტაგრამზე" განეთავსებინა, მან არ აცოდა, თუ როგორ გაეკეთებინა ეს ან რა იყოს "სთორი", ამიტომ პირველი "სთორი" მან საკონდტროდან განათავსა, ახლა კი ხშირად რთავს "ლაივს", მაგალითად, სახლიდან, სპორტდარბაზიდან, ბავშვებთან სეირნობის დროსაც".

ცნობილია, რომ აიშატ კადიროვა 2017 წელს გათხოვდა, ეს ინფორმაცია დღემდე კონფიდენციალური იქნებოდა, რომ არა თავად აიშატი, მან ერთ-ერთ რუსულ გამოცემას განუცხადა ამის შესახებ. გოგონა ცოლად თავისივე თანაკლასელს, მამამისის გარდაცვლილი მეგობრის ვაჟს გაჰყვა. ქმართან ერთად ცხოვრობს გროზნოში, მშობლებისგან არც ისე შორს.

"ქალი თავისი ცხოვრების გზას ქმართან ერთად ირჩევს. კაცები არ გვიკრძალავენ განათლების მიღებას. ჩვენს ქალებში არიან პოეტებიც, საჯარო მოხელეებიც, ექიმები, ჟურნალისტები. მთავარია, რომ ისინი იყვნენ რელიგიურები - თუ ქალი იცავს წმინდა წიგნის წესებს, მაშინ ის აუცილებლად გახდება იდეალური ცოლი და დედა, ამიტომაა ჩვენთან განქორწინების რიცხვი მცირე", - ამბობს Tatler-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული სანქციების გამო, რამზან კადიროვი პრაქტიკულად არ დადის სხვა ქვეყნებში, მისი ქალიშვილი ხშირად მოგზაურობს, ის დიდ დროს ატარებს პარიზში, სადაც კლიენტის სტატუსით სტუმრობს ადგილობრივ მოდის სახლებს, მისი საყვარელი ქალაქები კი მექა და მედინაა.

უცხოურ მედიაში პრესაში ისიც დაიწერა, რომ აიშატმა გროზნოში ქალის თეთრეულის მაღაზია გახსნა, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.

გოგონა სპორტის მოყვარულია, კარგად ცურავს და ისვრის იარაღიდან. "მამის მოთხოვნით ყველა ჩეჩენმა, მათ შორის ქალებმაც უნდა იცოდნენ იარაღიდან სროლა, რათა თავის დაცვა შეძლონ ბანდიტური თავდასხმისას". - ამბობს აიშატი.


მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

ლაშა
24 მაისი 2019 20:38
დავიდ, მაგარი იდეალი გყოლიათ-კაცთმოყვარე, დემოკრატი, სამართლიანი. თან ხელფასზე ცხოვრობს თურმე. არავითარი კორუფცია და განუკითხაობა მის სამფლობელოში არ არსებობს.
დავიდს
24 მაისი 2019 00:10
თქვენნაირებს რომ ვუსმენ, სულ მგონია, რომ ქართველებმა ღვინის გულისთვის შეაკლეს შაჰს თავი, თორემ მენტალიტეტით სუთა მუსლიმები ხართ.
Grisha
23 მაისი 2019 23:13
კანფეტ მამალო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები