"რძალდედამთილიანი" - კვირის პალიტრა

"რძალდედამთილიანი"

27 წლის ბრიტანელმა მხატვარმა ლორა ჰედლენდმა "ტოსტერში" შემწვარი პურის ნაჭრებით თავისი დედამთილის  დაბადების დღისთვის მისი პორტრეტი შექმნა.

მოზაიკა გინესის წიგნში 2 კატეგორიით მოხვდა - როგორც  პურისგან გაკეთებული ყველაზე დიდი პორტრეტი და როგორც დაბადების დღის ყველაზე დიდი მისალოცი "ბარათი".  128 კვმ ფართობის (12,88 მX9,97მ) მქონე პორტრეტს 600 პურის 9852 ნაჭერი დასჭირდა... დედამთილმა კი სიხარულით ბევრი ცრემლი ღვარა.