ყველაზე პატარა მაგარი - კვირის პალიტრა

ყველაზე პატარა მაგარი

ნეპალელი კაგენდრა ტაპა მაგარი (Khagendra Thapa Magar), ოფიციალურად მსოფლიოს "ყველაზე პატარა ადამიანად" აღიარეს - მისი სიმაღლე 67 სმ-ია, წონა - 6 კგ. ტაპა

მაგარი აქამდეც იყო გინესის წიგნში, როგორც "ყველაზე პატარა მოზარდი". ამიტომ, შეუსრულდა თუ არა 18 წელი, მშობლიურ ქალაქ პოკჰარას კლინიკაში კვლავ "აზომ-დაზომეს" და ახალი მოწმობაც გამოუწერეს.