"48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ" - რა ღირს Prada-ს ბოტასი, რომელიც სააკაშვილს აცვია?
"48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ" -  რა ღირს Prada-ს ბოტასი, რომელიც სააკაშვილს აცვია?
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია "1+1"-ის პროგრამა სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტი დარია სჩასტლივაია კიევის შემოგარენში მდებარე თავის სახლში მიიწვია და დაათვალიერებინა. შენობა ერთსართულიანია და დედამისის სახელზეა გაფორმებული. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას მეტი არც სჭირდება - ყველაფერი, რაც აუცილებელია, ერთსართულიან სახლში მშვენივრად არის მოთავსებული - დიდი ოთახი, ორი მომცრო საძინებელი და აბაზანა.

იგი ტელეკორესპონდენტ დარია სჩასტლივაიას ბრენდულ ტანსაცმელ-ფეხსაცმელში გამოწყობილი შეხვდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ძვირფასად ჩაცმულობისაკენ მიდრეკილებას
მაინცდამაინც არ განიცდის. "ფეხსაცმელთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს - 48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობო", - ეუბნება ჟურნალისტს.

ახლა მას Prada-ს ფეხსაცმელი აცვია და Balenciaga-ს სათვალეები აქვს. "Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი ქართველია და ამიტომ მასთან სოლიდარობის გამო ვყიდულობ ამ ფირმის სათვალეებსო", - განმარტავს
ექსპრეზიდენტი.

როგორც გავარკვიეთ, Prada-ს ბოტას, რომელიც ექსპრეზიდენტს სიუჟეტში აცვია, ძვირადღირებული ბრენდის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის და ამჟამად 745 აშშ დოლარი ღირს. იხილეთ სრულად

თამარი
05 ივნისი 2019 01:53
თბილისი მართალი ხარ ჯიპის შემთხვევაში . რასაც მანდ ჯიპს უწოდებთ ამერიკაში SUV. ქვია ანუ ესიუვი . და შეიძლება იყოს ტოიოტას ნარკო დან დაწყებული ყველა მანქანის მარკის .

პირადას ფეხსაცმელს კი რაც შეეხება. რა იცი ხურმა რა ხილია ? ძალიან კომფოტტული ფეხსაცმელს და ტანსაცმელს ამზადებს პირადად და არც მალე ხუნდება და არც მალე იცვითება ან ფუჭდება . ფასები კი ალბათ მიშამ ჩამოფასების დროს იყიდა თორე 800 დოლარი კიდევ იაფად უშოვია.

ბომჟამ დედიკო მარჩენსო და სახლებს კი ყიდულობს ვეშით . მარტო რა ვეშიც გამოჩნდა მის უკრაინულ სახლში აბა გამო თვალწინ რამდენ ათასიანია ????
Tbilisi
04 ივნისი 2019 15:12
ამ პრადას არ რცხვენია? ამხელა ფულს იღებენ და რა უშნო "ბოტასი" გაუკეთებიათ. ეგეთი რომ მაჩუქონ არ ვიხმარ, ძაან არ მომწონს.

პ.ს. ისე რომ იცოდეთ "ბოტასი" ქართულად სპორტულ ფეხსაცმელს არ ნიშნავს. ბოტასი ჩეხური კომპანიაა, რომელიც ფეხსაცმელს აწარმოებს. საბჭოთა კავშირის დროს სპორტული ფეხსაცმელი ჩეხეთიდან შემოიტანეს, ეს ფეხსაცმელი ბოტასის ფირმის იყო და ხალხმა ყველა სპორტულ ფეხსაცმელს ბოტასები შეარქვა. ისევე როგორც ყველა 4X4 მანქანას ჯიპს ვეძახით. თუმცა ჯიპი კომპანიაა და არა მანქანის ტიპი.
Vep1963
04 ივნისი 2019 13:46
სააკაშვილის ,,ტუფლი,, კი არა ქვეყანას მიხედეთ თქვე უბედურებო ხუთ კილო კარტოფილზე და ხახვზე რომ იყიდებით უკვე.ვაი თქვენს პატრონს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?