"48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ" - რა ღირს Prada-ს ბოტასი, რომელიც სააკაშვილს აცვია? - კვირის პალიტრა

"48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ" - რა ღირს Prada-ს ბოტასი, რომელიც სააკაშვილს აცვია?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია "1+1"-ის პროგრამა სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტი დარია სჩასტლივაია კიევის შემოგარენში მდებარე თავის სახლში მიიწვია და დაათვალიერებინა. შენობა ერთსართულიანია და დედამისის სახელზეა გაფორმებული. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას მეტი არც სჭირდება - ყველაფერი, რაც აუცილებელია, ერთსართულიან სახლში მშვენივრად არის მოთავსებული - დიდი ოთახი, ორი მომცრო საძინებელი და აბაზანა.

იგი ტელეკორესპონდენტ დარია სჩასტლივაიას ბრენდულ ტანსაცმელ-ფეხსაცმელში გამოწყობილი შეხვდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ძვირფასად ჩაცმულობისაკენ მიდრეკილებას მაინცდამაინც არ განიცდის. "ფეხსაცმელთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს - 48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობო", - ეუბნება ჟურნალისტს.

ახლა მას Prada-ს ფეხსაცმელი აცვია და Balenciaga-ს სათვალეები აქვს. "Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი ქართველია და ამიტომ მასთან სოლიდარობის გამო ვყიდულობ ამ ფირმის სათვალეებსო", - განმარტავს ექსპრეზიდენტი.

როგორც გავარკვიეთ, Prada-ს ბოტას, რომელიც ექსპრეზიდენტს სიუჟეტში აცვია, ძვირადღირებული ბრენდის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის და ამჟამად 745 აშშ დოლარი ღირს. იხილეთ სრულად