"48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ" - რა ღირს Prada-ს ბოტასი, რომელიც სააკაშვილს აცვია?
03-06-2019
"48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობ" -  რა ღირს Prada-ს ბოტასი, რომელიც სააკაშვილს აცვია?
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია "1+1"-ის პროგრამა სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტი დარია სჩასტლივაია კიევის შემოგარენში მდებარე თავის სახლში მიიწვია და დაათვალიერებინა. შენობა ერთსართულიანია და დედამისის სახელზეა გაფორმებული. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას მეტი არც სჭირდება - ყველაფერი, რაც აუცილებელია, ერთსართულიან სახლში მშვენივრად არის მოთავსებული - დიდი ოთახი, ორი მომცრო საძინებელი და აბაზანა.

იგი ტელეკორესპონდენტ დარია სჩასტლივაიას ბრენდულ ტანსაცმელ-ფეხსაცმელში გამოწყობილი შეხვდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ძვირფასად ჩაცმულობისაკენ მიდრეკილებას
მაინცდამაინც არ განიცდის. "ფეხსაცმელთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს - 48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობო", - ეუბნება ჟურნალისტს.

ახლა მას Prada-ს ფეხსაცმელი აცვია და Balenciaga-ს სათვალეები აქვს. "Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი ქართველია და ამიტომ მასთან სოლიდარობის გამო ვყიდულობ ამ ფირმის სათვალეებსო", - განმარტავს
ექსპრეზიდენტი.

როგორც გავარკვიეთ, Prada-ს ბოტას, რომელიც ექსპრეზიდენტს სიუჟეტში აცვია, ძვირადღირებული ბრენდის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის და ამჟამად 745 აშშ დოლარი ღირს. იხილეთ სრულად


რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?