''აკრძალული სიყვარული'' ძალებს იკრებდა და... - ტკივილი, რომელიც ლია ელიავას ჯანმრთელობის შერყევის და ინფარქტის ფასად დაუჯდა
''აკრძალული სიყვარული'' ძალებს იკრებდა და... - ტკივილი, რომელიც ლია ელიავას ჯანმრთელობის შერყევის და ინფარქტის ფასად დაუჯდა
როდესაც გასული საუკუნის მომხიბვლელი ქალბატონების გახსენებას იწყებ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ქალი, რომლის სახელი და გვარი ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია!

ქალი, რომელიც მე-20 საუკუნის წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად დასახელდა და რომლის სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის.

უმშვენიერესი ლია ელიავა!

მსახიობს რთული ბავშვობა ჰქონია. ლიას ბებია-ბაბუა ზრდიდა, ვინაიდან 1937 წელს მამამისი შალვა ელიავა დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო დედა, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს.

"17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი
ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა - ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა.

ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი.

დედაჩემი
ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, " - ამბობდა მსახიობი. სკოლის დამთავრების შემდეგ ლია მოსკოვში ჩავიდა და ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში მარტო ცხოვრობდა.
იქვე გათხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ქმართან. ესეც მისი სტუდენტური ცხოვრების პატარა ეტაპი იყო...
ლია ელიავამ მოსკოვში ყოფნისას ''ბაში-აჩუკის'' დამდგმელი რეჟისორებისგან შეთავაზება მიიღო.

თავდაპირველად დაფიქრდა, ვინაიდან მისი გეგმები რუსეთის დედაქალაქში დარჩენასა და იქვე მუშაობას უკავშირდებოდა, მაგრამ გადაიფიქრა, თბილისში დაბრუნდა და დარჩა კიდეც...

სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნეს ერთმენათი ოთარ კობერიძემ და ლია ელიავამ : "რეჟისორს ის სცენა უნდა გადაეღო, სადაც ლია ელიავას გმირს აბდუშაჰილი ბაში-აჩუკთან გასაცნობად მიჰყავს. ლიამ კარგა ხანს დაიგვიანია. გავბრაზდი და რეჟისორს ვკითხე, კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ის-მეთქი. რეჟისორმა მითხრა, აი, მოვა და ნახავ, ვინ არის ლია ელიავა. მერე მიხვდები, რატომაც ველოდებით ამდენ ხანსო. მართლაც, ლია რომ გამოჩნდა, დავიბენი, ენა მუცელში ჩამივარდა და პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდა", - იხსენებდა ოთარ კობერიძე.

ოთარ კობერიძისგან განსხვავებით, ლია ელიავას ის უკვე ნანახი ჰყავდა და პირველი დანახვისთანავე არ შეჰყვარებია:

"დედას მეგობარი ნინა სტიპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, გამოსაშვებ საღამოზე წამიყვანა, ოთარი იმ სტუდიაში სწავლობდა. მაშინ ვნახე პირველად. ესპანურს ცეკვავდა, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს."

ფილმის გადაღებისას მართალია, ლია უკვე გაშორებული იყო ქმართან, მაგრამ ოთარს ოჯახი ჰქონდა.

თუმცა ''აკრძალული სიყვარული'' ძალებს იკრებდა და დიდი მითქმა-მოთქმის, ემოციური თუ ფიზიკური ბარიერების გადალახვის შემდეგ მსახიობმა წყვილმა მაინც ერთად ყოფნა გადაწყვიტა.

ლია ელიავა საკმაოდ ბევრ წერილს იღებდა მის ქმარზე შეყვარებული ქალებისგან. ოთარ კობერიძემაც თავის მხრივ იცოდა, რომ მის მეუღლეზე გიჟდებოდა ყველა კაცი . თუმცა მათ უბრალოდ უყვარდათ და ძალიან სათუთად უვლიდნენ ერთმანეთს. ოთარ კობერიძემ 82 ფილმში ითამაშა! ლია ელიავამ 34 ფილმში!

"როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია",  - ამბობდა ლია ელიავა რომლის საოცნებო როლები იყო ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ მოხდა ისე, რომ მას სცენისკენ ყველა გზა გადაუკეტეს!

*ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის "ჰამლეტში", მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა და სპექტაკლი ვერ განხორციელდა.

*რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის "ალუბლის ბაღში", მაგრამ არც ეს სპექტაკლი დაიდგა.

*ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა თენგიზ აბულაძის "მონანიებაში", მაგრამ ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. იხილეთ სრულად

lia
10 ივნისი 2019 14:11
კეკე - ლიას არაფერი შეშლია,მის მეუღლეს შეეშალა და მაგაშიც დარწმუნებული თუ არ ხარ სისულელე არ უნდა წერო სახალხოდ, "ენაზე მომდგარ სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა"
კეკე
10 ივნისი 2019 09:54
ელიავა კარგი ქალი იყო-ბოლოს რომ არ შეშლოდა რაღაცეები ქმრის უსინდისობასთან დაკავშირებით!(არ დაბლოკოთ)
ანას
10 ივნისი 2019 09:27
ანა მაინც არ გერქვას )
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები