"ხათუნა რომ მაკრიტიკებს, ზურა ყოველთვის ჩემს მხარესაა. ისიც ისეთივე გამზრდელია, როგორიც ხათუნა" - კვირის პალიტრა

"ხათუნა რომ მაკრიტიკებს, ზურა ყოველთვის ჩემს მხარესაა. ისიც ისეთივე გამზრდელია, როგორიც ხათუნა"

ყველას ახსოვს პატარა გოგონა, ნინი ქარსელაძე, რომელიც "ქუჩის ბიჭებთან" ერთად ტკბილ ფიქრებზე მღეროდა, გავიდა დრო და გოგონა პოლიტიკოსების გარემოცვაში აღმოჩნდა, მაგრამ სამღერად კი არა, თავისი შეხედულებების თამამად გამოსათქმელად. ნინი ქარსელაძე "კვირის პალიტრის" მკითხველს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ესაუბრება.

- მახსოვს თქვენი გულის ამაჩუყებელი საუბარი ნარკომანიის თემაზე. როგორც ცნობილია, ეს პრობლემა თქვენს ოჯახსაც შეეხო...

- ეს ძალიან მძიმე თემაა. მამა ნარკოდამოკიდებულია. მწარედ მახსოვს, როცა დაიჭირეს. მაშინ გარდატეხის ასაკში ვიყავი. ერთი არხი ყველა საინფორმაციო გამოშვებას იწყებდა იმით, რომ ეს გახლდათ ნინი ქარსელაძის მამა. მერე დედამ დამსვა, ამიხსნა ყველაფერი და მომეხმარა ამ ტკივილის გადატანაში.

- დაოჯახებას თუ აპირებთ და როგორი უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი?

- დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებ. ჩემი მეორე ნახევარი უნდა იყოს ძლიერი და რეალიზებული, განათლებული, პროფესიას არა აქვს მნიშვნელობა. და კიდევ, ჩემზე მინიმუმ 5 წლით უფროსი. შავგვრემანი ბიჭები მომწონს.

- ძალიან პოპულარული ბავშვი იყავით.

- დედა ცდილობდა, ხალხის ყურადღების გამო ამბიციები არ გამჩენოდა. ჩემი აზრით, ამას მიაღწია - ძალიან თავმდაბალი ვარ, არასდროს მისარგებლია პოპულარობით. ჩვენ შორის პატარა ასაკობრივი სხვაობაა, ფაქტობრივად, მე და დედა ერთად გავიზარდეთ, მაგრამ ყველაფერში მზღუდავდა. ჩემს დას, ანასტასიას, ისე მკაცრად არ ზრდიან. მხოლოდ პარასკევსა და შაბათს შემეძლო მეგობრებთან გასვლა, ისიც შვიდიდან ათამდე. ანასტასიას ასჯერ რომ უთხრა, ერთხელაც არ ესმის, მე კი დღემდე ასე ვარ, ხათუნა რომ გამომხედავს, უკვე ვიცი, რას მეუბნება. ანასტასია 13-ის ხდება, ძალიან საყვარელია, წელს აბარებს კომაროვში. ხათუნა რომ მაკრიტიკებს, ზურა ყოველთვის ჩემს მხარესაა. ზურაც ისეთივე გამზრდელია, როგორიც ხათუნა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც მიყვარს, ჯანმრთელები და ღიმილიანები იყვნენ, ვინც არ მიყვარს, მათთვის არასდროს მისურვებია ცუდი. იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა