რომელი ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზღაპრულ ქორწილს - კვირის პალიტრა

რომელი ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზღაპრულ ქორწილს

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო" 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი რესტორან "ბაგრატიონში" გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა.

ჯანეტს ქორწილში ულამაზესი და განსხვავებული საქორწინო კაბა აცვია, რომელიც თამარ მეფის სამოსელს მოგაგონებთ, მას თავზე გვირგვინი უკეთია. რაც შეეხება ნოეს, ის თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე და ირაკლი მაქაცარიაა, ხოლო ჯანეტის მეჯვარეები საზოგადოებისთვის უცნობი სახეები. პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა. ქორწილზე ქართული შოუბიზნესისი წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ფოტოები სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა.

იხილეთ ფოტოგალერეა