რომელი ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზღაპრულ ქორწილს
10-06-2019
რომელი ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზღაპრულ ქორწილს
ცნო­ბი­ლი ტე­ლეპ­რო­დუ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და "მის სა­ქარ­თვე­ლო" 2011 ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი და­ქორ­წინ­დნენ. წყვილ­მა ქორ­წი­ლი რეს­ტო­რან "ბაგ­რა­ტი­ონ­ში" გა­და­ი­ხა­და, სა­დაც უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე შე­იკ­რი­ბა.

ჯა­ნეტს ქორ­წილ­ში ულა­მა­ზე­სი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო კაბა აც­ვია, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფის სა­მო­სელს მო­გა­გო­ნებთ, მას თავ­ზე გვირ­გვი­ნი უკე­თია. რაც შე­ე­ხე­ბა ნოეს, ის თეთრ ჩო­ხა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. წყვილ­მა ჯვა­რი სა­მე­ბის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. ნოეს მეჯ­ვა­რე­ე­ბი დე­ტექ­ტი­ვი გია ბე­სე­ლია, გო­გი­ტა ზაქ­რა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­აა, ხოლო ჯა­ნე­ტის მეჯ­ვა­რე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. პა­ტარ­ძა­ლი რეს­ტო­რან­ში, ხე­ლის
მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მა­მამ მი­იყ­ვა­ნა. წყვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ქორ­წი­ლის­თვის დად­გმუ­ლი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლა. ქორწილზე ქართული შოუბიზნესისი წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ფოტოები სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა.

იხილეთ ფოტოგალერეა



რედაქტორის რჩევით