ფოტოები ირაკლი კობახიძის დის ქორწილიდან - ვინ არის მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

ფოტოები ირაკლი კობახიძის დის ქორწილიდან - ვინ არის მისი მეუღლე?

პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და, ქეთევან კობახიძე გათხოვდა. მისი რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაციაა. წყვილს დღეს ქორწილი ჰქონდა, ჯვარი მათ სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ფოტოებს ქორწილიდან წყვილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ქორწილში იმყოფებოდა ირაკლი კობახიძეც.

დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად შოკოლადი ესროლა.

დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა. როგორც ამბობენ, წყვილის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და სულ მალე ქორწილით დაგვირგვინდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა.