ფოტოები ირაკლი კობახიძის დის ქორწილიდან - ვინ არის მისი მეუღლე?
22-06-2019
ფოტოები ირაკლი კობახიძის დის ქორწილიდან - ვინ არის მისი მეუღლე?
პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და, ქეთევან კობახიძე გათხოვდა. მისი რჩეული პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი დავით ფაცაციაა. წყვილს დღეს ქორწილი ჰქონდა, ჯვარი მათ სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ფოტოებს ქორწილიდან წყვილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ქორწილში იმყოფებოდა ირაკლი კობახიძეც.

დავით ფაცაცია საზოგადოებამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მარჯანიშვილზე პრესტიჟული რესტორნიდან გამოსულ მიხეილ სააკაშვილს, პროტესტის ნიშნად შოკოლადი ესროლა.

დავით ფაცაცია სააკაშვილის რეჟიმს წლების მანძილზე ებრძოდა და პირველი იყო, რომელმაც საქართველო
რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვაში ამხილა. როგორც ამბობენ, წყვილის რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და სულ მალე ქორწილით დაგვირგვინდა.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა.
gia
01 ივლისი 2019 09:54
ეხლა თავის ფავორიტ ქოცებს რაღატო არ ამხელს უარესში?
ცისო
24 ივნისი 2019 10:59
ბედნიერებას და გამრავლებას ვუსურვებ ამ ახალგაზრდა ოჯახს.
...
24 ივნისი 2019 00:59
ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ. გამრავლდნენ და იხარონ.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?