საპენსიო საქმე - კვირის პალიტრა

საპენსიო საქმე

ინგლისში, ჰარფორდშირში მცხოვრებმა 74 წლის პენსიონერმა ალბერტო მარკანტონიომ თავის სათბურში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ყაბაყი გამოზარდა - მისი სიგრძე

160 სმ-ია. პენსიონერს სასუქი არ უხმარია და ყაბაყს მხოლოდ ონკანის წყლით რწყავდა.

9 შვილიშვილის პატრონი მარკანტონიო თავს ბოსტნეულის მოყვანით იქცევს. გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრით ძალიან ამაყობს და გაისად უფრო გრძელი ყაბაყის გამოზრდასაც გეგმავს.