ადრიანა ლიმას "განძეული" - კვირის პალიტრა

ადრიანა ლიმას "განძეული"

სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ პლანეტის მოსახლეობის მამაკაცური ნახევრის საიდუმლო სურვილები აასრულა და ნიუ-იორკის ქუჩებში თავისი სხეულის ყველაზე

"ცნობილი ადგილი" პრაქტიკულად მოიშიშვლა: საქმე ისაა, რომ მის ძვირფას მკერდს მხოლოდ Victoria’s Secret-ის არანაკლებ ძვირფასი თვლებით გაწყობილი, 2 მილიონდოლარიანი ბიუსტჰალტერი "ფარავდა".

იტალიური საიუველირო კომპანია Damiani-ს დახმარებით შექმნილ ბიუსტჰალტერს 142 მოზრდილი ბრილიანტი, საფირონი და ტოპაზი - სულ 3000-მდე პატიოსანი თვალი ამშვენებს. ჰოდა, ქუჩაში ნიუ-იორკელი მამაკაცებიც მხოლოდ ბრილიანტებს ათვალიერებდნენ, რასაკვირველია...