პერის საქორწილო თავგადასავალი - კვირის პალიტრა

პერის საქორწილო თავგადასავალი

"მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ადამიანის" - კეტი პერისა და რასელ ბრანდის ექსტრავაგანტური ქორწინება, რომელიც ინდოეთის შტატ რაჯასტანის ეროვნულ პარკში

"რან-ტჰამბჰორში" შედგა, კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ხმაურითა და განათებით გაღიზიანებული კანიბალი ვეფხვი ჯუნგლებიდან გამოვარდა და თავდასხმა სცადა.

უზარმაზარი ცხოველი ორ დამცავ კედელს ადვილად გადაახტა, უკანასკნელი - მესამე კედელი და 15 მეტრიღა აშორებდა ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ პატარძალსა და მის სტუმრებამდე, როცა დაცვამ მოახერხა მისი შეშინება და განდევნა.

ქორწილი  ინდუისტური წესების დაცვით ჩატარდა - უკრავდნენ ინდოელი მუსიკოსები, ხოლო აქლემებსა და სპილოებზე ამხედრებული  ცერემონიის მონაწილე სტუმრები, ცხენოსანი ინდოელი ცერემონმაისტერის წინამძღოლობით, სარიტუალო კოცონს გარს უვლიდნენ... სხვათა შორის, საქორწილო საჩუქრად რასელმა კეტის  სწორედ ვეფხვის ბოკვერი მიართვა, ხოლო პერიმ საქმროს  სპლიყვი უძღვნა.