სუპერტრიუფელი "მენიუში" - კვირის პალიტრა

სუპერტრიუფელი "მენიუში"

ინგლისში "შოკოლადის ეროვნულ კვირეულს" აღნიშნავენ. ქალაქ უორკსის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა ჯანი დანიელომ კი რეკლამისთვის გინესის წიგნში

მოხვედრა განიზრახა და საკუთარი შეფ-მზარეულის, კრის ლონგის დახმარებით მიზანსაც მიაღწია - მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ტრიუფელი დაამზადეს. გიგანტური სასუსნავი 254 კგ-ს იწონის და წინა რეკორდზე 60 კგ-ით მეტია. ტრიუფელი "წესების სრული დაცვით" არის დამზადებული, ანუ შოკოლადის, ნაღებისა და კაკაოს ფხვნილის გარდა გამოყენებულია კრემი "განაში" და კონიაკი.