ჩაო, ბელა! - კვირის პალიტრა

ჩაო, ბელა!

46 წლის "ბელა", ანუ მონიკა ბელუჩი, რომელსაც 5 თვის წინ შეეძინა გოგონა, აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ შესანიშნავ ფორმაშია. ახლახან კი იმდენი "გაბედა",

რომ მამაკაცთა ჟურნალის ყდაზე წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა, სადაც ასაკთან შედარებით ორჯერ ახალგაზრდად გამოიყურება!

შესანიშნავი ჯანმრთელობის წყალობით, სუპერვარსკვლავი ჩვეულ ფორმას ორსულობიდან ძალიან მალე, თვე-ნახევარში, დიეტის გარეშე დაუბრუნდა და  Martini Gold-ის რეკლამაში გადაღებაც მოასწრო. მონიკას თქმით, ის საერთოდ არ მისდევს სპორტს, რადგან ადვილად შეუძლია გახდომა: "როცა წონაში დაკლება მევალება, თევზეულზე, ხორცსა და ბოსტნეულზე გადავდივარ და უცებ ვხდები. უფრო მომწონს, როცა წონაში მომატებაა საჭირო," - აღიარა მსახიობმა.