"ბედნიერების" სპილო - კვირის პალიტრა

"ბედნიერების" სპილო

ალბინოს სპილოს (მოვარდისფროა) მიანმასა და მის მეზობელ აზიურ ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ - ის წმინდა ცხოველად ითვლებოდა.

იშვიათი სპილოები მუდამ მონარქთა სასახლეებში ცხოვრობდნენ და ძალისა და კეთილდღეობის სიმბოლოსაც წარმოადგენდნენ.

მრავალი წლის შემდეგ, სულ ახლახან, მიანმას ტყეებში "თეთრი სპილო" ისევ იპოვეს. მიანმას (ყოფილი ბირმა) მოსახლეობა, რომელსაც 1988 წლიდან სამხედრო ხუნტა მართავს, დარწმუნებულია, რომ სპილო ბედნიერებას მოუტანთ და ქვეყნის ცხოვრება საკეთილდღეოდ შეიცვლება..