"ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა" - პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პირადი ცხოვრება და კარიერული წინსვლა
"ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა" - პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პირადი ცხოვრება და კარიერული წინსვლა
"ჩემი მშობლების ცხოვრება ჩემთვის მაგალითია"

20-21 ივნისს პარლამენტსა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პერმანენტული აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კობახიძე გადადგომას არ აპირებდა და ეს ხმამაღლაც განაცხადა, "ქართული ოცნებბის" პოლიტსაბჭოს რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად, პარლამენტის წევრებმა თავმჯდომარედ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თაკლაკვაძე აირჩიეს.

განათლება
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში დაიბადა, სადაც 2000 წელს დაამთავრა ოზურგეთის
#1 საჯარო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივრსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ თალაკვაძე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის პროექტის კოორდინატორი, ხოლო 2007 წელს, სახალხო დამცველის ოფისში ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის მენეჯერი იყო.

მოგვიანებით, თალაკვაძე სახალხო
დამცველის მრჩევლად დაინიშნა.

2012 წლიდან თალაკვაძე მუშაობას სამთავრობო უწყებაში იწყებს. 2012-2014 წლებში, იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე იყო, 2014 წლის დეკემბრიდან კი იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ამის პარალელურად, 2012 წლიდან არის შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ამასთანავე, 2012-2015 წლებში იყო გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დელეგაციის კოორდინტორი, 2015 წლიდან კი ამავე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კვოტით.

თალაკვაძე ელექტრონული ბიბლიოთეკა LIB.GE-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

2016 წელს, იგი მაჟორიტარული სიით, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. რამდენიმე დღის წინ კი პარლამენტის თავმჯდომარე.

რა ქონებას ფლობს თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ფლობს 109,9 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. ამასთან, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად აქვს შეძენილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში თალაკვაძეს საბანკო ანგარიშებზე 12 832.18 ლარი ჰქონდა. მისმა როგორც უმრავლესობის ლიდერის შემოსავალმა 2017 წელს 66 465 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ მეგობრისგან 360 დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო საჩუქრად.

ოჯახი

36 წლის თალაკვაძე მეუღლესთან, ქეთევან ბუბუტეიშვილთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. დეკლარაციის მიხედვით, რომელიც თალაკვაძემ 2018 წელს შეავსო, მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს BMW-ს, რომელიც 2017 წელს 5 800 დოლარად შეიძინა. ქეთევან ბუბუტეიშვილის წლიურმა შემოსავალმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტზე 73 032,5 ლარი შეადგინა.
არჩილ თალაკვაძე ცოლთან ერთად
წლების წინ ჟურნალ "თბილისელებთან" არჩილ თალკვაძემ ოჯახზეც ილაპარაკა:

"ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა, სადაც ძალებს აღვიდგენ და სტრესს ვანიავებ ჩემი ფსიქიკიდან. მყავს მეუღლე – ქეთი ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი... ამ საზოგადოებაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მთავარია, მოვახერხო, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის მაგალითი გახდეს, ისევე, როგორც ჩემი მშობლების ცხოვრება არის ჩემთვის მაგალითი... პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ოჯახში ჩვენი პოლიტიკა დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული. ჩვენი მიდგომაა, ოჯახის ყველა წევრი რაც შეიძლება დამოუკიდებელი, რეალიზებული და წარმატებული იყოს. გვჯერა, რომ ოჯახი, როგორც გუნდი მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მისი ყველა წევრი საკუთარ ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს", - ამბობდა თალაკვაძე. (წყარო)

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ახალბედა თავმჯდომარე უკვე დიდი ხანია ლექსებს წერს და მას ლექსების კრებულიც აქვს გამოცემული.


(სპეციალურად საიტისთვის)

იო
08 ივლისი 2019 15:10
მეც ძალიან მომწონს ეს პოლიტიკოსი და პიროვნება, ძალიან დადებითი მუხტი მოდის! უფალმა დაგლოცოს!
ქეთევანი
08 ივლისი 2019 08:14
წარმატებული პორტირება ნაცისტური ქსელიდან ქოცქსელზე!!!
მარკი
04 ივლისი 2019 11:10
2012 წლამდე რას მოღვაწეობდა გაკვრით რომ აღწერთ აღწერეთ დაწვრილებით მთელი მისი მოღვაწეობამთლიანად 2012 წლის წინაც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?