"სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს... ჩვე­ნი ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი" - სად ატარებს ზაფხულს კახა კალაძის ოჯახი - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს... ჩვე­ნი ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი" - სად ატარებს ზაფხულს კახა კალაძის ოჯახი

დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა, თუმცა ზაფხული ის დროა, რომელიც დასვენების გარეშე წარმოუდგენელია.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, მოსალოდნელია, რომ ვიზიტორთა რიცხვი რუსი ტურისტების ხარჯზე შემცირდება, ამიტომ ქართველებმა სოციალურ ქსელში ახალი კამპანია - „გაატარე ზაფხული საქართველოში“ წამოიწყეს, რომლის მიზანიც, უცხოელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებაა.

ამასთან, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ერთმანეთს მოუწოდებენ წლევანდელი ზაფხული საქართველოს მიუძღვნან და შვებულება სამშობლოში, ახალი ადგილების აღმოჩენაში გაატარონ.

AMBEBI.GE დაინტერესდა საქართველოს რომელ კურორტებზე დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი ქართველები. ჩვენ ცნობილ სახეს, მათ შორის თბილისის მერის მეუღლეს, დიზაინერ ანუკი არეშიძეს ვესაუბრეთ:

"მე და კახა ყოველთვის საქართველოს კურორტებზე ვისვენებთ. როცა იტალიაში ვცხოვრობდით, თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვდიოდით. ბავშვებიც არდადეგების ნაწილს სწორედ საქართველოში ატარებენ - აჭარაში, ბორჯომში და ბახმაროში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სწორედ საქართველოში გაატარონ უმეტესი დრო ზაფხულში.

ჩვენი ფავორიტი კურორტი არის ბახმარო, სადაც ივლისის ბოლოს 3 კვირით მივდივართ. სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი, ტყეში სეირნობა, საღამოს კოცონზე სიმინდის შეწვა და ქართული სიმღერები - ეს არის ის, რაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. შემოდგომაზე, თუ სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას, კახეთში ჩავდივართ.

ასევე უყვართ სამტრედიაში წასვლა ბებიასთან და ბაბუასთან. ეს არის ჩემთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ჰქვია. წელს პირველად ვიყავით ყაზბეგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბუნებით და მომსახურებით! გაგრძელება