"სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს... ჩვე­ნი ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი" - სად ატარებს ზაფხულს კახა კალაძის ოჯახი
29-06-2019
"სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს... ჩვე­ნი ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი" - სად ატარებს ზაფხულს კახა კალაძის ოჯახი
დას­ვე­ნე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა ზა­ფხუ­ლი ის დროა, რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ვი­ზი­ტორ­თა რი­ცხვი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ხარ­ჯზე შემ­ცირ­დე­ბა, ამი­ტომ ქარ­თვე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი კამ­პა­ნია - „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ წა­მო­ი­წყეს, რომ­ლის მი­ზა­ნიც, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა.

ამას­თან, ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­უ­წო­დე­ბენ წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ძღვნან და შვე­ბუ­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში, ახა­ლი ად­გი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში გა­ა­ტა­რონ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბას ანი­ჭე­ბენ
უპი­რა­ტე­სო­ბას ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი. ჩვენ ცნო­ბილ სა­ხეს, მათ შო­რის თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლეს, დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

"მე და კახა ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე ვის­ვე­ნებთ. როცა იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. ბავ­შვე­ბიც არ­და­დე­გე­ბის ნა­წილს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რე­ბენ - აჭა­რა­ში, ბორ­ჯომ­ში და ბახ­მა­რო­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვებ­მა სწო­რედ
სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ უმე­ტე­სი დრო ზა­ფხულ­ში.

ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი კუ­რორ­ტი არის ბახ­მა­რო, სა­დაც ივ­ლი­სის ბო­ლოს 3 კვი­რით მივ­დი­ვართ. სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი - ეს არის ის, რაც ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. შე­მოდ­გო­მა­ზე, თუ სკო­ლა გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, კა­ხეთ­ში ჩავ­დი­ვართ.

ასე­ვე უყ­ვართ სამ­ტრე­დი­ა­ში წას­ვლა ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან. ეს არის ჩემ­თვის ის, რა­საც ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ჰქვია. წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით ყაზ­ბეგ­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი ბუ­ნე­ბით და მომ­სა­ხუ­რე­ბით! გაგრძელება


02 ივლისი 2019 19:17
ღმერთო უმრავლე საქართველოს ასეთი ლამაზი და ძლიერი ოჯახი

რედაქტორის რჩევით