"ჩემი გულის დედოფალო!" - როგორ მიულოცა დაბადების დღე კახა კალაძემ მეუღლეს
თბილისის მერი დიზაინერ მეუღლეს "ინსტაგრამზე" დაბადების დღეს ულოცავს.
"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი გულის დედოფალო! მიყვარხარ!" - წერს კახა კალაძე და თან ფოტოსაც ურთავს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა და მისმა მეუღლემ 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
1 ივლისს ანუკი არეშიძეს 30 წელი შეუსრულდა.