"ფორსაჟი 9-ის" ნაწილს თბილისშიც გადაიღებენ
"ფორსაჟი 9-ის" 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. "ბიზნესპრესნიუსს" ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.
გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება.
ამასთან, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტება. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე. გაგრძელება