პატარა პრინცი მონათლეს - როგორ გამოიყურებოდა მეგან მარკლი შვილის ნათლობაზე - კვირის პალიტრა

პატარა პრინცი მონათლეს - როგორ გამოიყურებოდა მეგან მარკლი შვილის ნათლობაზე

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა შვილის, არჩი ჰარისონის ნათლობის ფოტოები გაავრცელეს. ნათლობის ცერემონიალი ლონდონში დღეს შედგა და მედიას სტუმრების გადაღების საშუალებაც კი არ მიეცა.

ჰარისა და მეგანის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ორი სურათი განთავსდა. ერთი მათგანი უინძორის სასახლეში მწვანე ოთახშია გადაღებული - ფოტოზე სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გარდა მეგანის დედა, პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი, კამილა პარკერიც ჩანან. პატარა არჩი კი ხელში დედას უჭირავს.

მეგანი "დიორის" თეთრ კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურება. არანაკლებ მომხიბვლელია ქეითიც, რომელსაც "სტელა მაკარტნის" ვარდისფერი კაბა აცვია. გაგრძელება