"სასიამოვნოა ჩემთვის ფაქტი, რომ წყვილები მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ"
"სასიამოვნოა ჩემთვის ფაქტი, რომ წყვილები მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ"
ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. 17 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ფოტოგრაფიაში. თითოეულ მის ნამუშევარში იგრძნობა პროფესიონალიზმი, პერფექციონიზმი, სინათლე. ამბობს, რომ კარგი ფოტოს გადადასაღებად, ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მთავარია თავად შემქმნელს სიამოვნებდეს, შემოქმედებითი პროცესი. ნინი უხურგუნაშვილის საქმიანობაში, საკუთარი საქმისადმი სიყვარული ცალსახად თვალსაჩინოა.

- ნინი, პირველ რიგში ტრადიციულად დავიწყოთ და წარმოგვიდგინე შენი თავი - ვინ ხარ და როგორ ცხოვრობ?
- მოგესალმებით, მე ვარ ნინი უხურგუნაშვილი, 22 წლის. ვარ ფოტოგრაფი
და მომავალი არქიტექტორი.

- რატომ ფოტოგრაფია? როდიდან დაინტერესდი ამ საქმიანობით?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებს, თუმცა სერიოზული ინტერესი 3-4 წლის წინ გამიჩნდა და ძალიან აქტიურად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა.

- ქორწილების გადაღება ძირითადად შემოსავლის წყაროა ხოლმე და ფოტოგრაფებს სინამდვილეში ურჩევნიათ, სხვა რამეს
იღებდნენ. შენს შემთხვევაში როგორ ხდება?

- ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო ნამდვილად არ არის. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ჩემთვის ფაქტი, რომ წყვილები მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ და სურთ, რომ ეს საოცარი მომენტები ფოტოზე მე აღვბეჭდო.

- როდესაც შენს ფოტოებს ვუყურებ, ყოველთვის ვხედავ, ვგრძნობ მზეს. ფერში, ემოციაში, რომელიც მოაქვს კადრს. ეს მე მეჩვენება, დამთხვევაა თუ შენი მახასიათებელია?
- ყოველთვის ვცდილობ ჩემს ფოტოებში ჩანდეს გულწრფელი ემოცია. სინათლე და სითბო სიცოცხლის მახალისებელია, ჩემს ნამუშევრებში კი მინდა მაქსიმალურად იგრძნობოდეს ეს ემოცია.

- რა არის მთავარი, კარგი ფოტოს გადასაღებად? გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?