"მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად…" - ნიკუშასა და ნიკის სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

"მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად…" - ნიკუშასა და ნიკის სიყვარულის ისტორია

უკვე კარგა ხანია ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა "ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟის ნიკა კანდელაკისა და ცნობილი ამერიკელი მომღერლის და ელექტრო-ბასისტის ნიკ ვესტის სიყვარულის ამბავი. ა.წ. 11 მაისს წყვილმა საქართველოში იქორწინა, ქორწილი წინანდალში გადაიხადეს.

როგორც ირკვევა, ნიკუშამ და ნიკმა ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს საქართველოში გაიცნეს, მაშინ, როცა წარმატებული ამერიკელი ბასისტი გოგონა საქართველოში "ივენთ ჰოლში“ კონცერტის ჩასატარებლად ჩამოვიდა. მუსიკალურ სამყაროში ნიკა კანდელაკის მეუღლეს "ქალ ლენი კრავიცს“ უწოდებენ. მას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და უმუშავა ისეთ დიდ მუსიკოსებთან როგორებიცაა: დეივ სტიუარტი, პრინცი და ჯონ მაიერი.

ქართველების მუსიკოსი რძალი ჟურნალ "OK"-სთან ინტერვიუში ნიკოლოზის გაცნობის შესახებ საუბრობს:

"პირველად ნიკოს საქართველოში შევხვდი, როცა კულისებში შემოვიდა ჩემ გასაცნობად. მეორე დღეს საქართველო დაგვათვალიერებინა, ქართული ფაფახიც მიყიდა, ხინკალიც გაგვასინჯა… ეს  მოგზაურობა ძალიან კარგი იყო. ამის შემდეგ მთელი ღამე ვსაუბრობდით სასტუმროს რესტორანში. მაგრამ რატომღაც ნიკუშას სახე არც კი დამიმახსოვრებია.

შემდეგი ჩემი ვიზიტისას ბათუმში შევხვდით ერთმანეთს და მახსოვს, მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად… მეორე დღეს, როცა მივფრინავდი, ნიკუშამ ჩემი ყურადღება მიიქცია და გადავწყვიტე, რომ პაემანზე დავთანხმებოდი".

"ამ გოგომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ ერთად, რაც სხვას სიგიჟე მოეჩვენებოდა. საერთოც ბევრი გვაქვს - ორივეს გვიყვარს სპორტი და ერთად ვვარჯიშობთ. მუსიკალური გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს და ხშირად დავდივართ სხვადასხვა კონცერტზე. ნიკიმ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა", - ამბობს ნიკა კანდელაკი მეუღლის შესახებ. წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა