მოდიოდა თეთრი გოგო... - კვირის პალიტრა

მოდიოდა თეთრი გოგო...

ჩინეთში გამართულ "მის მსოფლიო-2010"-ის ფინალურ ეტაპზე 18 წლის ამერიკელმა "თეთრმა გოგომ", ალექსანდრია მილსმა უამრავ "ფერად" ლამაზმანს აჯობა და 120

მონაწილეს შორის გაიმარჯვა.

მეორე და მესამე ადგილებზე კი ბოტსვანელი ემა ვარეუსი და ვენესუელელი ადეიანა ვასინი გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჟიურის შვიდივე წევრი სხვადასხვა წლების (1953-დან 2004 წლამდე) "მის მსოფლიო"გახლდათ. სხვათა შორის, 1951 წელს დაარსებული ეს უაღრესად პრესტიჟული კონკურსი 90-იან წლებამდე მხოლოდ ლონდონში ტარდებოდა... 175 სმ სიმაღლის სტუდენტი ალექსანდრია კენტუკის შტატში ცხოვრობს, უკრავს ვალტორნაზე, უყვარს ფოტოგრაფია და მასწავლებლობას აპირებს.