განსხვავებული სასმისი - კვირის პალიტრა

განსხვავებული სასმისი

ლიბანელებმა "გვაჯობეს" და ყანწზე დიდი "განსხვავებული სასმისი" დაამზადეს. ბეირუთში, ღვინის ფესტივალზე გინესის რეკორდი დამყარდა - ორგანიზატორებმა 2,4 მ

სიმაღლისა და 1,65 მ დიამეტრის მქონე ბოკალი წარმოადგინეს. გიგანტურ ჭიქაში ლიბანელ ღვინის მწარმოებელთა "ერთიანობის" სადემონსტრაციოდ კი ერთდროულად 100 ბოთლი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინო ჩაასხეს, თუმცა "კოქტეილის" დალევა, რატომღაც, არავის უცდია.