მჯობნის მჯობი არ ილევა... - კვირის პალიტრა

მჯობნის მჯობი არ ილევა...

29 ოქტომბერს  "მსოფლიოს ყველაზე დიდმა" გემმა  სახელწოდებით "ზღვათა ალური" პირველი კრუიზი დაიწყო. გიგანტურმა ლაინერმა ეს ტიტული ჩამოართვა ასევე

ცნობილ საკრუიზო ხომალდ "ზღვათა ოაზისს". ორივე გემი ერთსა და იმავე  კომპანიას ეკუთვნის. ახალ რეკორდსმენზე მგზავრებისთვის 16 სართული და 2700 კაიუტაა. გემი 6300 მგზავრს იტევს, ხოლო ეკიპაჟი და მომსახურე პერსონალი - 3000 კაცია. ლაინერის სიგრძე 365 მ-ია, სიგანე - 71 მ, აგება კი იმდენივე დაჯდა, რაც "ოაზისისა" - 1,5 მლრდ დოლარი.