ქვასროლია ქოსა შიმპანზე - კვირის პალიტრა

ქვასროლია ქოსა შიმპანზე

უბალნო შიმპანზე გურუ, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ ზოოპარკში ცხოვრობს, დაბადებიდან ტიტველია. მეცნიერებმა დღემდე ვერაფრით დაადგინეს მისი სიშიშვლის

მიზეზი. თუმცა ქოსა შიმპანზე პროტესტს "არ გამოთქვამს", პირიქით, გურუ "გოგონა შიმპანზეების" გაძლიერებული ყურადღების ცენტრშია... მის სანახავად ყოველდღიურად უამრავი ტურისტი მოდის, რომელთაც გურუ ამაყად უჩვენებს დაკუნთულ მკლავებს, მაგრამ თუ ზედმეტად შეაწუხეს, ქვის სროლასაც იწყებს და ვაი მისი ბრალი, ვინც ვერ გაასწრებს.