ავაზის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ავაზის მსხვერპლი

შავი ავაზა - ნაომი კემპბელი იმითაა ცნობილი, რომ მორიგი თაყვანისმცემლისაგან ან ბრილიანტები რჩება, ან უძრავი ქონება. ამჯერად მისი "მსხვერპლი" რუსი

მილიარდერი ვლადისლავ დორონინია... წყვილმა ჯვრისწერა ეგვიპტეში, ლუქსორის ერთ-ერთ ტაძარში გადაწყვიტა. ეგვიპტელები "რუსულ ფულზე" არ გაიყიდნენ, "ძეგლის წაბილწვის" წინააღმდეგ დიდი საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს და ჯვრისწერა ჩაშალეს.

მილიარდერმა თავის "დაჩაგრულ" სუპერსაცოლეს, რომელსაც ბრილიანტებით მოოჭვილი უზარმაზარი ზურმუხტის ბეჭედი უკვე აჩუქა, ფლორიდაში, პრესტიჟულ მაიამი-ბიჩში, 16 მილიონ დოლარად უზარმაზარი ვილა უყიდა ტროპიკული ბაღით, 10 საძინებლით, 10 სააბაზანოთი, კინოთეატრით, ბიბლიოთეკით და იახტის დასაყენებელი ადგილით.