"ჩემი მუწუკი - თქვენ" - კვირის პალიტრა

"ჩემი მუწუკი - თქვენ"

9 ნოემბერს  ნიუ-იორკში,  "ვენეციელი ვაჭრის" თეატრალურ პრემიერაზე მიპატიჟებულმა ალ პაჩინომ ელიტარული საზოგადოება შოკში ჩააგდო - ჰოლივუდის

მეგავარსკვლავი უსახლკაროსავით გამოწყობილი გამოცხადდა. ყველაზე სასეირო კი ის გახლდათ, რომ დაუვარცხნელ თავზე მოზრდილი მუწუკიც "უკიაფებდა".

"ბოროტი ენები" ამბობენ, რომ 70 წლის ოსკაროსანი მუწუკმა ისე შეაწუხა, რომ გადაწყვიტა, საკუთარი "ჭირის მონაწილედ" სხვებიც გაეხადა, რისთვისაც თმა აიწეწა - სწორედ ამისთვის დასჭირდა "უსახლკაროს იმიჯი"... ხოლო თუ თეატრში ელიტა "უსახლკაროს" შორიდან უვლიდა და მუწუკს ეჭვიანად უყურებდა, ქუჩაში თავმოყრილი თაყვანისმცემლები "მუწუკიანი კერპის" გამოჩენას აღფრთოვანებით შეხვდნენ.