მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

27 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ესენში დიდი "მოტორშოუ" იწყება. თუმცა 8 ნოემბერს ქალაქში ბრიტანელმა კონსტრუქტორმა პერი უოტკინსმა წინასწარ უკვე გაისეირნა

მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილით - wind-Up-.ით. მანქანის სიგრძე 41 დუიმია და 150 კუბსმ მოცულობის ძრავა აქვს - ზუსტად ისეთი, როგორიც სათამაშო ავტომობილს, ხოლო სავალი ნაწილი - მინიკვადროციკლის. მართალია, მოზრდილი ადამიანისთვის ჯუჯათი მგზავრობა "ცოტა" მოუხერხებელია, მაგრამ ის მაინც უცებ გახდა სუპერპოპულარული...